• მოკლედ
  • Posts
  • ☕️ შვებულებამდე წასაკითხი

☕️ შვებულებამდე წასაკითხი

კიდევ: ისევ ტარიფები?

👋  აგვისტოში ნებისმიერი კვირის მთავარი ამბავი დასვენებაა, მაგრამ მათთვის ვინც ჯერ ისევ ოფისში ხართ, ან შვებულებიდან დაბრუნებულები მეილს ამოწმებთ უცებ დაგაწევთ მსოფლიოს და საქართველოს მთავარ ამბებს.

— გიორგი ჩავლეშვილი

მთავარი ამბავი

OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა

გასული კვირის მთავარი ამბავი Chat GPT-ს ახალი, მეხუთე მოდელია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და ფასიანი ვერსიით მოსარგებლეებს უკვე შეგიძლიათ დატესტოთ. OpenAI-ის ცნობით, GPT-5 მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა ვერსიებს სისწრაფით, სიზუსტითა და შესაძლებლობებით. მას შეუძლია იმუშაოს გაცილებით დიდ კონტექსტთან — ChatGPT-ში 256 000 ტოკენის, ხოლო API-ზე 272 000 ტოკენის ფარგლებში. შედარებისთვის ვეფხისტყაოსანის ტექსტის მოცულობას დაახლოებით 65 000 ტოკენია - ასე რომ OpenAI, ერთ ჩათში ოთხი ვეფხისტყაოსნის ოდენობის ინფორმაციის დატევას გვპირდება. — გიორგი ჩავლეშვილი

ჰედლაინები

ისევ ტარიფები?

💰️ გუშინ საპასუხო ტარიფები შესწორებული ფორმით ყველა ქვეყნის მიმართ ამოქმედდა. აპრილში დაანონსებული სანქციები დაკორექტირდა და საბოლოო ფორმით ასე გამოიყურება: (1) მაღალი ტარიფები ინდოეთს რუსეთთან ვაჭრობის გამო, (2) 100%-იანი ტარიფები ჩიპებს და ნახევარგამტარებს, (3) თუმცა აშშ-ში აწყობილი პროდუქცია გადასახადისგან გათავისუფლდება.

📈 Edumentors-მა 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ბრიტანულ-ქართულმა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა მსოფლიოში პირველ, ადამიანის მსგავს AI-მასწავლებელს შექმნის. ამ დაფინანსებით სტარტაპი შეძლებს შეცვალოს სწავლების მეთოდები და მაღალი ხარისხის განათლება გახადოს მასშტაბურად ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. უფრო ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ. —გ.ჩ.

უძრავი ქონება

რა ხდება ბათუმში?

🏨 ბათუმში სახლის ღირებულება გაიზარდა, თუმცა ეს სეზონური ტრენდი არ არის. Galt & Taggart-ი ბათუმში უძრავი ქონების ღირებულების კვლევას აქვეყნებს:

  • პირველი კვარტლის მსგავსად ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მოთხოვნამ ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც გააგრძელა.

  • პირველადი ბაზარი: გაყიდვები +13.1%.

  • მეორადი ბაზარი: გაყიდვები +23.4%.

  • ბაზის ეფექტი: ზრდა ნაწილობრივ 2024 წლის დაბალი ბაზის ეფექტს ასახავს.

  • ფასები: ორივე ბაზარზე მოიმატა; პირველში კვარტალურად +2.7%.

  • ქირა: 2025 ივნისში +1.6%.

  • ქირის შემოსავლიანობა: სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი დონე შენარჩუნდა.

სრული კვლევა შეგიძლია აქ იპოვო.

სპორტი

გოგლიჩიძე უნდინეზეში

⚽️ თავიდან ხმა გავრცელდა, შემდეგ კი, ოფიციალურად დადასტურდა - საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ფეხბურთელია. გავრცელებული ინფორმაციით უდინეზემ გოგლიჩიძის კონტრაქტი 4 მილიონ დოლარად გამოისყიდა, როცა Transfermarket-ის შეფასებით მისი ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი დოლარია. ტრანსფერის ღირებულება — $4,000,000. წლიური ხელფასი: $600,000. —გ.ჩ.

სხვა ნიუსები

მოდი ისევ შვებულებებს დავუბრუნდეთ. ზაფხულია და ცალი თვალი ყველას ოფისიდან გასვლაზე გვიდგას. სწორედ ამიტომ ქვემოთ ის საინტერესო ლინკები შევაგროვეთ, რაც შვებულების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

  • Airbnb-ს სერვისები და გამოცდილებები დაემატა

  • Trip Advisors-ს AI-ფუნქცია მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

  • wanderboat.ai - დაგეგმვასთან ერთად ზუსტ მარშუტებს დაგიგენერირებთ

მოიწვიეთ მეგობრები

Festive holiday office party in #WindowsUglySweater Softwear by @Windows

მოკლედ, ეს იყო ჩვენი მეორე ნიუსლეთერი. ეს გამოცემა სატესტოა, ამიტომ თუ ინბოქსში აღმოაჩინეთ ესეიგი თქვენ ჩვენი ეთ-ერთი პირველი გამომწერი ხართ, მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, წლების შედეგ კი, თამამად შეგეძლებათ თქვათ - თქვენ სად იყავით მაგათ რომ ვიწერდი…